რეზონანსი
26.01.2026

რუსეთს სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთში მდებარე აეროპორტიდან ჯარები გაჰყავს , - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის წყაროების ცნობით, რუსეთმა სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქამიშლის აეროპორტიდან 2019 წლის შემდეგ განლაგებული ჯარების გაყვანა დაიწყო.

ადგილობრივი წყაროების განცხადებით, რუსეთმა ჯარების გაყვანა გასულ კვირას დაიწყო. კერძოდ, ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთმა სამხედრო ტექნიკა ქამიშლიდან ხმეიმის სამხედრო აეროპორტში გადაიტანა.

შეგახსენებთ, მიმდინარე თვეში საბრძოლო მოქმედებების შედეგად სირიის სამთავრობო ძალებმა ქურთების მეთაურობით მოქმედი „სირიის დემოკრატიული ძალების" (SDF) მიერ კონტროლირებადი სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიები დაიკავეს. გასულ კვირას მხარეებმა ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. შაბათს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 15 დღით გახანგრძლივდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×