რეზონანსი
26.01.2026

სამომხმარებლო ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე მედიასთან ისაუბრა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი თქმით, საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, პარლამენტში შეიქმნება ფასების რეგულირებაზე მომუშავე საგამოძიებო კომისია, სადაც ფასებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე დაბარებული იქნებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ფიზიკური და იურიდიული პირები.

„საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე პარლამენტში, შესაბამისი კვოტებით შეიქმნება ფასების რეგულირებაზე მომუშავე საგამოძიებო კომისია. ბუნებრივია, რომ ფასების რეგულირება ვერ მოხდება, თუ ბაზრის კვლევა არ ჩატარდა და შესაბამისი ადამიანები არ იქნებიან გამოკითხული.

მანამ, სანამ საპარლამენტო კომისია შეიქმნება, სამთავრობო კომისიის მიერ უკვე ჩატარებული იქნება გარკვეული სამუშაოები, შესაძლოა არსებობდეს წინასწარი ანალიზიც, რაც ბუნებრივია, ხელს შეუწყობს საპარლამენტო კომისიის მუშაობას. კომისიის სხდომებზე დაბარებული იქნებიან აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც კომისიის მიერ გამოიკითხებიან ფასებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხზე. მათგან ჩვენ უნდა მივიღოთ ინფორმაცია, იმის შესახებ, თუ რატომ არის ფასებში ასეთი დიდი სხვაობა, საქართველოში და ევროპის წამყვან ქვეყნებში არსებულ პროდუქციას შორის. სამწუხაროდ, ჩვენთან მოგების ძალიან დიდი მარჟაა, რასაც მიხედვა სჭირდება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×