რეზონანსი
26.01.2026

ეს შეხვედრა წყალს ასხამს იმ რადიკალების წისქვილზე, რომლებიც ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციას და წარმოადგენს ერთგვარ მხარდაჭერას, - განაცხადა „ქრონიკასთან“ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა გიორგი გაბუნიამ 28 იანვარს ჩანიშნულ შეხვედრაზე საუბრისას, სადაც ჰელსინკის კომისიაზე ლორა თორნტონი საქართველოზე ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება.

მისივე თქმით, ლორა თორნტონი ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო საქართველოში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციის.

„ის წლების განმავლობაში ამ ფუნქციით იყო დატვირთული. შესაბამისად, 28 იანვარს ჩანიშნული შეხვედრა თუ როგორ წარიმართება, საზოგადოებისთვის ადვილად მისახვედრია.

ეს წყალს ასხამს იმ რადიკალების წისქვილზე, რომლებიც ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკაში პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციას და წარმოადგენს ერთგვარ მხარდაჭერას ამ რადიკალური პროცესებისა“, - განაცხადა გაბუნიამ.

ლორა თორნტონი, რომელიც დონალდ ტრამპს სექსუალურ მოძალადეს უწოდებს, 28 იანვარს ერთ-ერთი მომხსენებელი იქნება ჰელსინკის კომისიაზე, სადაც საქართველოს შესახებ მოხსენებაა ჩანიშნული, თემით - „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა. თორნტონი „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორია, რომელიც საქართველოში NDI-ს ოფისს ხელმძღვანელობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×