რეზონანსი
26.01.2026

ჩვენს შემთხვევაში, როდესაც მწარმოებლები დამოკიდებულები ვართ საცალო ქსელებზე მათთან რეალიზაციის თვალსაზრისით, ეს არის მათთან ჩვენი ურთიერთობის პრობლემა, ანუ ის პირობები, რასაც ისინი აყენებენ იმისთვის, რომ ჩვენი პროდუქტი განვათავსოთ მათთან თაროებზე, - განაცხადა „ემბისი ჯორჯიას“ დირექტორმა ალექსანდრე რატიშვილმა სასურსათოს ფასებთან დაკავშირებით პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, საჭიროა პარტნიორული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა.

„ძალიან მძიმე პირობებია, ეს არის ქეშ ბექი, შესვლის გადასახადი, გადახდის ვადები და ა.შ. საუბარია პარტნიორულ, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე და არა მხოლოდ ერთი მხარის ინტერესის დაკმაყოფილებაზე, მეორის გაკოტრების და მუდმივად ზარალზე ყოფნის ხარჯზე. ჩემი 30 წლიანი ბიზნეს გამოცდილების პირობებში პირველად ხდება როდესაც პრემიერის დონეზე, მისი პირველივე ინტერვიუს შემდეგ აქტიურ ქმედებას ვხედავთ დღევანდელი შეხვედრის ჩათვლით“, - აღნიშნა ალექსანდრე რატიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან სურსათის ფასებთან დაკავშირებით სასურსათო პროდუქტების მწარმოებელ კომპანიებთან შეხვედრა დასრულდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×