რეზონანსი
26.01.2026

ტრამპის ადმინისტრაცია, როგორც ჩანს, გრენლანდიასთან დაკავშირებით განიხილავდა სამხედრო ოპერაციის დაგეგმვას კონგრესთან კონსულტაციის გარეშე, – ამის შესახებ „როიტერი“ საკითხთან დაკავშირებულ ორ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, კანონმდებლებმა რუბიოს და თეთრი სახლის მაღალჩინოსნებს დაურეკეს, გააცნეს თავიანთი შეშფოთება და ადმინისტრაციას ურჩიეს, არ იმოქმედონ ამ სცენარით.

წყაროების ცნობით, ზოგიერთმა რესპუბლიკელმა კანონმდებელმა ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ასევე განუცხადა, რომ გრენლანდიაში ნებისმიერი სამხედრო შეჭრის გამო იმპიჩმენტის პროცედურის ეშინოდათ.

გრენლანდიასთან დაკავშირებით ტრანსატლანტიკური მღელვარება გამწვავდა 5 იანვარს CNN-თან თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, სტეფენ მილერის ინტერვიუს შემდეგ.

კითხვაზე, გამორიცხავდა თუ არა თეთრი სახლი ვენესუელაში ორი დღით ადრე ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ გრენლანდიის დასაკავებლად სამხედრო მოქმედებას, მილერმა პირდაპირ პასუხზე უარი თქვა. ბოლო დროს ტრამპმა დაძაბულობა განმუხტა, გრენლანდიის მხარდამჭერი მოკავშირეებისთვის ტარიფების დაწესების მუქარა გააუქმა და განაცხადა, რომ კუნძულის მომავალთან დაკავშირებით ნატო-სთან შეთანხმების ჩარჩოს მიაღწია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×