
სამწუხაროდ, ქალბატონი ლორა საქართველოსთან მიმართებაში ზიზღით გამოირჩევა, - განუცხადა ჟურნალისტებს „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
აღნიშნული განცხადებით გურამ მაჭარაშვილი ჰელსინკის კომისიაში 28 იანვარს საქართველოს შესახებ მოსმენის ჩანიშვნის საკითხს გამოეხმაურა. სხდომაზე, სახელწოდებით „ქართული ოცნების“ მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა“, ერთ-ერთი მომხსენებელი ლორა თორნტონი იქნება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს „სექსუალურ მოძალადედ“ მოიხსენიებს.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, თუ ლორა თორნტონი საქართველოსთან დაკავშირებით სადმე რაიმე ცუდ სიტყვას იტყვის, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო სწორად ვითარდება.
„სამწუხაროდ, ქალბატონი ლორა საქართველოსთან მიმართებაში ზიზღით გამოირჩევა. ასე, რომ ის თუ სადმე იტყვის რაიმე ცუდ სიტყვას საქართველოსთან დაკავშირებით, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო სწორად ვითარდება“, - აღნიშნა მან.