
ევრობიუროკრატიაში ძალიან კარგად იცოდნენ, რომ მათ რუსეთთან მოუწევდათ დიალოგი, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობებიც, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია.
„რუსეთის პრეზიდენტზე გაცემულია დაპატიმრების ორდერი და ის მოხსენიებულია როგორც ტერორისტული სახელმწიფოს ხელმძღვანელი და ახლა საზოგადოებას უპასუხოს ევრობიუროკრატიამ, დიალოგს რომ აპირებს იგივე კანცლერი, როგორ უნდა შეხვდეს, როდესაც ევროპის საერთაშორისო სასამართლოს პუტინის დაპატიმრების ორდერი აქვს გაცემული?“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
მისივე თქმით, ამერიკის პრეზიდენტმა საერთოდ შეცვალა მსოფლიო დღის წესრიგი.
„დონალდ ტრამპმა ორი დღის წინ მსოფლიო პოლიტიკური ფორმატი შეცვალა და პირდაპირ საჯაროდ ცენტებში დაუთვალა ევროპას, თუ რა მოგებაზე გადიან ისინი ამერიკის ეკონომიკისგან. დღეს ევრობიუროკრატიაში იმის მომსწრე ვართ, რომ არა მარტო ევროკავშირშია კრიზისი და კონფლიქტი, არამედ ნატოს წევრ ქვეყნებს შორის დაიწყო კონფლიქტი“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.