რეზონანსი
24.01.2026

საია-ს სარჩელში არ იყო არჩევნების გაუქმების მოთხოვნა, რადგან ეს ძალიან არაპროფესიონალური, უცნაური მოთხოვნა იქნებოდა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც რაქვიაშვილმა განმარტა, საია-ს არჩევნების შედეგების გაუქმება არ მოუთხოვია, რადგან, მისი თქმით, ეს დროებითი ღონისძიება ვერ იქნება.

მისივე შეფასებით, სტრასბურგის გადაწყვეტილება საინტერესო იქნება.

„სამი თუ ოთხი სარჩელი იყო გაერთიანებული და საია-ს სარჩელში არ იყო არჩევნების გაუქმების მოთხოვნა, რადგან ძალიან არაპროფესიონალური, უცნაური მოთხოვნა იქნებოდა, ასეთი რაღაც რომ გაეკეთებინათ. მგონი, ეს სტრასბურგის გადაწყვეტილების არასწორი ინტერპრეტაცია იყო. არ შეიძლება, არჩევნების გაუქმება იყოს დროებითი ღონისძიება. ეს ისეთი რაღაც არის, რაც თავისი ბუნებით დროებითი ვერ იქნება, ამიტომაც არც მოუთხოვია საია-ს, როგორც ვხვდები. არ ვიცი, ზუსტად ვისი მოთხოვნა იყო, მაგრამ ეს არც სტრასბურგმა დააკმაყოფილა.

დროებით ღონისძიებას როცა ითხოვ, ნიშნავს, რომ ჯერ განხილვა არც კი შემდგარა, უბრალოდ რამე რომ არ მოხდეს, ამისთვის არის. საბოლოო ჯამში, არჩევნების ვალიდურობასთან არაფერ შუაშია გადაწყვეტილება, რაც ახლა სტრასბურგმა მიიღო. ყველაფერი წინ არის და საინტერესო გადაწყვეტილება იქნება“, – აღნიშნა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო. როგორც საია-ში აცხადებენ, მათ მოთხოვნებში არჩევნების შედეგების გაუქმება არ არის.

ამასთან, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა, საჩივრებიდან დგინდება, რომ მომჩივნების ნაწილი ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს ითხოვდა საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჩერებას, რაც ევროპულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×