რეზონანსი
24.01.2026

ეს ადამიანები საერთოდ არ ინანიებენ იმ დანაშაულებს, რომელიც აქვთ ჩადენილი. წარმოიდგინეთ, მათ რომ ჩაუვარდეთ ძალაუფლება ხელში, იმაზე უარესს შემოგვთავაზებენ, ვიდრე დაატრიალეს 9 წლის განმავლობაში, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა „ნაცმოძრაობაზე“ საუბრისას. ის პატიმარ მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც 2006 წელს კორტების სპეცოპერაციის დროს მოკლულ ზურაბ ვაზაგაშვილზეა საუბარი.

„ახლახან, ბაჩო ახალაიას ინტერვიუც გამოქვეყნდა, რომ ეს ადამიანები საერთოდ არ ინანიებენ იმ დანაშაულებს, რომელიც აქვთ ჩადენილი. წარმოიდგინეთ, მათ რომ ჩაუვარდეთ ძალაუფლება ხელში, იმაზე უარესს შემოგვთავაზებენ, ვიდრე დაატრიალეს 9 წლის განმავლობაში.

ბატონი სააკაშვილი ერთი მხრივ, საუბრობს ვაზაგაშვილზე და ვაზაგაშვილთან ერთად, სხვა ახალგაზრდებიც ისხდნენ იმ მანქანაში, როდესაც დემონსტრაციულად ქუჩაში დაცხრილეს მანქანა. თუ ისინი დამნაშავეები იყვნენ, რატომ არ დაიჭირეს? ვინ მისცა უფლება, რომ ქუჩაში დღისით, მზისით ჩაეცხრილათ ახალგაზრდები? არ საუბრობს იმ ასობით ახალგაზრდაზე, ვინც ასევე ქუჩაში იქნა დახოცილი, არ საუბრობს, თუ რა ხდებოდა ციხეში, როდესაც იქ სისტემური წამება-გაუპატიურება იყო და სტრასბურგის სასამართლომ მიანიჭა მას კვალიფიკაცია, რომ ეს დანაშაული იყო სისტემური და სისტემატური.

რა ნამუსით ახსენებს საერთოდ ბატონ მოლაშვილს, ნამუსი ნამდვილად არ გააჩნია მიხეილ სააკაშვილს. ადამიანი როგორი წამების ქვეშ იყო და როგორი ნაწამები გამოვიდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და სწორედ ეს წამება იყო მისი გარდაცვალების მიზეზი“, - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

პატიმარი მიხეილ სააკაშვილი მისი ხელისუფლების სისტემურ დანაშაულებს, უდანაშაულობას უწოდებს და მანიპულაციური ტექსტით ცდილობს, რეალობის გაყალბებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×