რეზონანსი
24.01.2026

ზოგადად, დებატები და საგნობრივი კამათი არის აგენტოკრატების აქილევსის ქუსლი, რადგან მათ არ შეუძლიათ საგანზე არგუმენტირებული მსჯელობა. ისინი შემოიფარგლებიან მხოლოდ ლოზუნგებით და ამ ლოზუნგების უკან დგას მათი საპირისპირო ქმედებები, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა პოლიტიკურ დებატებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ინიციატივაზე საუბრისას.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას პოლიტიკური დებატების ეშინია.

„არ ვფიქრობ, რომ ისინი (რადიკალური ოპოზიცია) აქტიურად და სრული შემადგენლობით ჩაერთვებიან ამ დებატებში. მათ ეშინიათ დებატებში მონაწილეობის, რადგან, როგორც წესი, დებატებში აგებს ის, ვის მხარესაც სიმართლე არ არის. სიმართლე კი, მათ მხარეს ცალსახად არ არის. მათ არ აქვთ არცერთი არგუმენტი, ფაქტი და მტკიცებულება თავიანთი ლოზუნგების დასამტკიცებლად“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დებატის საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა. „ჩვენ უნდა დავაბრუნოთ საჯარო დისკუსია საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც სრულყოფილი დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - აცხადებს პრემიერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×