|

ახლა აგიხსნით, რა სიბინძურე ჩაიდინა საია-მ და რეალურად, რატომ არის ეს NGO ანტიქართული კრიმინალური დაჯგუფება. არჩევნების „არარსებული გაყალბების“ გამო სტრასბურგის სასამართლოში სამი ვითომ და დამოუკიდებელი სარჩელი შევიდა 1 - ემიგრანტების, 2 - ალავიძე და სხვების და 3 - საია-ს სარჩელი, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ევროპულმა სასამართლომ დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი თქვა, ხოლო შემდგომში სარჩელები ერთ საქმედ გაერთიანდა. ასე სცადეს პასუხისმგებლობის თავიდან აცილება, თუმცა საბოლოო შედეგი ერთია - ეს საქმე წაგებულია.
„ახლა აგიხსნით, რა სიბინძურე ჩაიდინა საია-მ და რეალურად რატომ არის ეს NGO ანტიქართული კრიმინალური დაჯგუფება. არჩევნების „არარსებული გაყალბების" გამო სტრასბურგის სასამართლოში სამი ვითომ და დამოუკიდებელი სარჩელი შევიდა 1 - ემიგრანტების 2 - ალავიძე და სხვების და 3 - საია-ს სარჩელი. იმის გამო, რომ აუცილებელი და გარდაუვალი თავზე ლაფის დასხმა და მარცხი აერიდებინა, საია-მ არა კონკრეტულად მისი სახელით, არამედ „ალავიძე და სხვების“ სახლით მოითხოვა დროებითი ღონისძიების სახით არჩევნების შედეგების გაუქმება. ასეც მოხდა - სტრასბურგის სასამართლომ ცხადია დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე უარი უთხრა „ალავიძეს და სხვებს“, ხოლო შემდეგ სამივე სარჩელი ერთ საქმედ გააერთიანა. ეს ამბავი საზოგადოებას დაუმალეს, მაგრამ საქმე ის არის, რომ არ არსებობს არანაირი დამოუკიდებელი სარჩელები, არც ემიგრანტების და არც ალავიძის, სამივე სარჩელი ცხადია საია-ს მომზადებუილია, მაგრამ იმისათვის, რომ მომავალში ხელები დაებანა და ეთქვა, მე რა შუაში ვარო - დროებითი ღონისძიება სწორედ ალავიძეს მოათხოვნინა. ასე აგიხდეთ ყველაფერი კარგი - წელიწადნახევრის შემდეგ ვიგებთ, რომ მოთხოვნილი იყო დროებითი ღონისძიება, საია კი ამბობს აბა მე რა შუაში ვარ ეგ ალავიძემ მოითხოვაო. ალავიძე კიდევ ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, კაცმა არ იცის. ასე ვირეშმაკულად დაალაგა ანტიქართულმა NGO-მ სქემა, რომ გარდაუვალ მარცხს მისი ისედაც გაცამტვერებული რეპუტაცია მიწასთან არ გაესწორებინა. არაუშავს, მთავარი მარცხი წინ აქვთ ამ ანტიქართველებს“, - წერს მეგრელიშვილი.
|
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია" ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე ლიცენზია |
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|