რეზონანსი
24.01.2026

საზოგადოების დიდმა ნაწილმა და მართალი გითხრათ, არც ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთი სარჩელი არსებობს, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ საია-ს სარჩელთან დაკავშირებით. მისი თქმით, მით უმეტეს, არ იცოდნენ, რომ საია-ს ამასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები გააჩნდა.

„რეალურად, საია-მ ძალა უნდა მოიკრიბოს და ეცადოს, სტრასბურგის სასამართლოს დაუმტკიცოს, რომ შესაძლებელია ფურცლის ერთი მხრიდან გამოჟონილი მელნით დააზუსტო რომელ პარტიას მისცა ამა თუ იმ ადამიანმა ხმა. მითუმეტეს, თუკი ეს ბიულეტენი დევს მყარ და სქელ მუყაოს კონვერტში“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საია-ს სასარჩელო მოთხოვნების ნაწილი დაუშვებლად სცნო. არც კი განიხილა კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, რომელიც არჩევნების შედეგების შეჩერებას უკავშირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ მათ სასამართლოსთვის ამ მოთხოვნით არ მიუმართავთ, ოფიციალური დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საია-მ მოთხოვნა სტრასბურგს 2024 წლის ნოემბერში 5 განმცხადებლის სახელით წარადგინა. ასევე, იუსტიციის სამინისტროსთვის ევროსასამართლოსგან გამოგზავნილი ოფიციალური შეტყობინებით ირკვევა, რომ საჩივრების ნაწილი სექციის ვიცე-პრეზიდენტმა დაუშვებლად მიიჩნია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×