რეზონანსი
24.01.2026

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმის ფარგლებში, ღამით რამდენიმე დაკავებული არასრულწლოვანის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. ბრალდებულების ოჯახის წევრები ადასტურებენ, რომ გუშინ, გვიან ღამით, კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა სახლებიდან მობილური ტელეფონები, ელექტრონული ტექნიკა და მეხსიერების ბარათები წაიღეს.

„პროკურატურის მოქმედება ყველანაირ ზღვარს აჭარბებს. გუშინ 10 საათზე შემოგვივარდნენ სახლში, მე ჩემს ეუღლეს, ჩემს შვილს, დედაჩემს და კიდევ სხვა ოჯახებს. ხდება პროკურატურის მეირ ჩვენი დაშინება. 6 კაცი შემოგვიცვივდა სახლში, წაიღეს ყველანაირი ტექნიკა, ყველანაირი ტელეფონი. ყველანაირი კომპიუტერი ყველანაირი ახსნის გარეშე. გვითრეს რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ კონკრეტულად რას ეძებდნნენ არ უთქვათ. ვერაფერ ვერ აგიხსნითო, არის განჩინება მოსამართლისო, ხელი მოაწერეთო და აგვაწიოკეს. ჩემს სახლში ჩატარდა ჩხრეკა, სადაც მე ვცხოვრობ დედაჩემთან, ამ სახლში, სადაც ახლა ვართ, ჩემს მეუღლესთან და ქუჩაში  დაიჭირეს ჩემი შვილი და იმასაც წაართვეს ტელეფონი“, - აცხადებს დაკავებულის მამა. 

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოთხი არასრულწლოვანიდან ორს - დ.ჩ.-სა და ა.ნ.-ს ბრალდება დაუმძიმდათ. აქამდე მათ დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდნენ. დამძიმებული ბრალდება, რომელიც განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას გულისხმობს, 9-დან 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×