რეზონანსი
24.01.2026

აშშ-ის 2026 წლის თავდაცვის ეროვნული სტრატეგიის მიხედვით, უკრაინაში ომის დასრულება, უპირველეს ყოვლისა, ევროპის პასუხისმგებლობას წარმოადგენს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსაც არაერთხელ საჯაროდ უთქვამს.

„როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, ომი უკრაინაში უნდა დასრულდეს. მან აგრეთვე ხაზი გაუსვა იმას,რომ ეს, უპირველეს ყოვლისა, ევროპის პასუხისმგებლობას წარმოადგენს“, - აღნიშნულია ახალ სტრატეგიაში.

უკრაინაში ომის დასასრულებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად საჭირო იქნება ნატოს მოკავშირეების ლიდერობა და ერთგულება, აღნიშნულია 2026 წლის თავდაცვის სტრატეგიაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×