
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა, - ინფორმაციას აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ავრცელებს.
„მინდა მადლობა გადავუხადო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევს და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს გასული წლის აგვისტოში ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების პირობების დაცვისთვის. ეს საშინელი ომი იყო, 8 ომიდან ერთ-ერთი, რომელიც მე დავასრულე, მაგრამ ახლა კეთილდღეობა და მშვიდობა გვაქვს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.
ტრამპის ცნობით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანსა და სომხეთს თებერვალში ეწვევა, რათა სამშვიდობო ძალისხმევისა და „ტრამპის მარშრუტის საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განვითარებას ხელი შეუწყოს.
„ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აზერბაიჯანთან, სომხეთთან მშვიდობიანი ბირთვული თანამშრომლობის შესახებ შესანიშნავ შეთანხმებას, შეთანხმებებს ნახევარგამტარების მწარმოებლებისთვის და აზერბაიჯანისთვის აშშ-ში წარმოებული თავდაცვის აღჭურვილობის მიყიდვის შესახებ შეთანხმებას“, - აცხადებს ტრამპი.