რეზონანსი
24.01.2026

რუსთავში, ქალაქის ცენტრში მოზარდი დაჭრეს. "ინფო რუსთავის" ცნობით, რუსთავი მოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აფთიაქთან ბიჭებს შორის კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა რა დროსაც 16 წლის მოზარდი დანით დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ბიჭს ჭრილობები ცივი იარაღით ხელის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილი მალევე "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულებაში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ პაციენტს მას ოპერაცია უტარდება.

შსს-ში აცხადებენ რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 117 მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

რას მოჰყვა კამათი ამ დროისთვის უცნობია. არსებული ინფორმაციით პირი ვინც დაჭრა მოზარდი, ასევე არასრუწლოვანია, ის სავარაუდოდ ადგილიდან მიიმალა.

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×