რეზონანსი
24.01.2026

პოლიტიკურ საკითხებში თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ სტივენ მილერმა Fox News-ის ეთერში განაცხადა, რომ რუსეთს ნატოს ქვეყნების უმეტესობის არ ეშინია. ერთადერთი ძალა, ვისი რუსეთს ეშინია და ვისაც პატივს სცემს, არის შეერთებული შტატები.

„თქვენ გგონიათ, რომ რუსეთს ნატოს ქვეყნების უმეტესობის ეშინია? გგონიათ, რომ რუსეთს ევროპის უმეტესი ქვეყნების ეშინია? არსებობს ერთადერთი მოთამაშე მსოფლიოში, ვისი რუსეთს ეშინია და პატივს სცემს: შეერთებული შტატები. მსოფლიოში არსებობს ერთადერთი ერი, რომლის ბნელ ძალებს, მტრებს, ტერორისტებს, თავისუფალი ადამიანების უსაფრთხოების დამრღვევებს ეშინიათ, და ეს ამერიკაა ტრამპის ლიდერობით“, - თქვა მილერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×