რეზონანსი
24.01.2026

მომღერალი გია გაჩეჩილაძე ფასები შემცირებასთან დაკავშირებით პრემიერის ინიციატივას გამოეხმაურა. უცნობმა პირდაპირ თქვა, რომ სავაჭრო ქსელები ისევ ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული ბიზნესმენების ხელშია და ისინი საბოტაჟს ეწევიან.

"ეს სუპერმარკეტები კიდევ, რაც დღესაა, სულ მაგათია. ხომ არ გგონიათ, რომ ვინმე სხვისია ან ჩვეულებრივი ადამიანისაა? ისევ მაგათია, ნაცებისაა ყველაფერი. ეს ყველაფერი დაუტოვეს - არ შეხებიან მაგათ და ესენი ეწევიან საბოტაჟს, რომ ეს ფასები ძვირი იყოს, მაგრამ მოგეხედებათ თქვენც!" - აღნიშნა გია გაჩეჩილაძემ გადაცემა "უცნობის კიდობანში".

2025 წლის 25 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საქართველოში სურსათის პროდუქტი უფრო ძვირია, ვიდრე ევროპაში. მან შსს-სა და სუს-ს მოუწოდა, რომ საკითხი შეისწავლოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×