რეზონანსი
23.01.2026

ლატვიასთან დიდი ანგარიშით მარცხი, გამოუყენებელი მომენტები და მასპინძელთა უპირატესობა - საქართველოს ფუტსალის ნაკრები მეტოქესთან ოთხ ბურთიანი სხვაობით დამარცხდა, თუმცა ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანს ევროპირველობის შემდეგი ეტაპის საგზური მოიპოვოს. ორ დღეში ქართველი ფეხბურთელები ხორვატიის უძლიერეს ნაკრებს ხვდებიან და წინ ურთულესი მატჩი ელით.

ფუტსალის ეროვნული ნაკრები 25 იანვარს გასამართი მატჩისთვის ემზადება, ლატვიასთან დაშვებულ შეცდომებს აანალიზებს და მეტოქე გუნდის ტაქტიკას სწავლობს.

ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრი, ირაკლი თოდუა: "უძლიერესი ხორვატიის წინააღმდეგ სულ სხვა განწყობით გამოვალთ - შემართება საბრძოლოა, ჩვენ უკვე დასაკარგი აღარაფერი გვაქვს და ვეცდებით ყველანაირად, რომ ქართველი გულშემატკივარი და ჩვენი ოჯახები, ვინც ჩამოსულები არიან რიგაში, გავახაროთ. ჩვენ ჩვენი მიზანი გვაქვს - ორი თამაში გვაქვს დარჩენილი ჯგუფში და ყველანაირად ვეცდებით, წარმატებას მივაღწიოთ."

ფუტსალის ეროვნული ნაკრების წევრი, ალი ასლანი: "ვამაყობ - საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის თამაში ჩემი ოცნება იყო. ვემზადებით მეორე თამაშისთვის. ხორვატია ძალიან მაგარი გუნდია. ვცდილობთ, რომ მოვიგოთ, გავახაროთ ჩვენი ხალხი."

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×