რეზონანსი
23.01.2026

ვფიქრობ, მომდევნო 100 წლის განმავლობაში უნგრეთში არ იქნება პარლამენტი, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ორბანის თქმით, უნგრეთს არ სურს, უკრაინა ევროკავშირის წევრი იყოს, ხოლო უკრაინა ერთადერთ გზად ხედავს, რომ უნგრეთის სახით წინაღობა მოიშოროს, ბუდაპეშტში პროუკრაინული მთავრობის არსებობით.

„უნდა ვაღიაროთ, უკრაინელები აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას უნგრეთის საარჩევნო კამპანიაში, რადგან მათ ფუნდამენტურ ინტერესებშია უნგრეთში მთავრობის შეცვლა. მე ეს არ მომწონს და ჩვენ ვიბრძოლებთ ამის წინააღმდეგ“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×