
სურსათზე უნაღდო დანახარჯები 20%-ით გაიზარდა - საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 19 ლარიასურსათზე უნაღდო დანახარჯები 20%-ით გაიზარდა - საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 19 ლარია
2025 წლის დეკემბერში მომხმარებელთა უნაღდო დანახარჯები და ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ზრდას განაგრძობს, - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ ბაზრის მიმოხილვაში.
ამავე პერიოდში, რეზიდენტებმა „თიბისი ბანკის“ არხებით გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯების 87%, ხოლო არარეზიდენტებმა 13% დაიკავეს.
„2025 წლის დეკემბერში, „თიბისი ბანკის“ არხებით, ჯამურ უნაღდო დანახარჯებში სურსათზე გაწეული ხარჯების წილი 27%-ს, ხოლო რესტორნებში დანახარჯების წილი 13%-ს გაუტოლდა.
ამავე თვეში, სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 20%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 19 ლარი დაფიქსირდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 9% შეადგინა“, - აღნიშნულია კვლევაში.