რეზონანსი
23.01.2026

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ხელმძღვანელი და მასპინძელი, ამერიკული კორპორაცია BlackRock-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ლარი ფინკია. სწორედ მან წარადგინა პანელზე დონალდ ტრამპი, რომელმაც ევროკავშირის კრიტიკისა და საკუთარი „მიღწევების“ ჩამოთვლის შემდეგ, არ დაიშურა საქებარი სიტყვები ლარი ფინკის მისამართით, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, BlackRock-ი ოლიგარქიული ოჯახების ხელში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ისინი სასურველ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერვენციებს ახორციელებენ სხვადასხვა ქვეყანაში. ლარი ფინკის აღმოჩენა დონალდ ტრამპის გვერდით კი, შაქარიშვილის განმარტებით, იმის მანიშნებელია, რომ არსებობენ ძალები, რომლებსაც ყოველთვის აქვთ გავლენა აშშ-ის პოლიტიკაზე, მიუხედავად იმისა, დემოკრატები არიან ხელისუფლებაში თუ რესპუბლიკელები.

დავოსის ეკონომიკური ფორუმის ხელმძღვანელი და მასპინძელი, ამერიკული კორპორაცია BlackRock-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ლარი ფინკია. სწორედ მან წარადგინა პანელზე დონალდ ტრამპი, რომელმაც ევროკავშირის კრიტიკისა და საკუთარი „მიღწევების“ ჩამოთვლის შემდეგ, არ დაიშურა საქებარი სიტყვები ლარი ფინკის მისამართით და განაცხადა - “ლარი, შესანიშნავი პიროვნებაა, რასაც ის ხელს მოჰკიდებს, ყველაფერი წარმატებულად კეთდება.

ქართული საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ კორპორაცია BlackRock-ი ოლიგარქიული ოჯახების ხელში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ისინი სასურველ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერვენციებს ახორციელებენ სხვადასხვა ქვეყანაში. BlackRock-ი ფლობს წილებს იარაღის მწარმოებელ და სამხედრო კონტრაქტების მქონე კომპანიებში, რომელთა იარაღიც ათწლეულებია გამოიყენება ერაყში, ავღანეთში, იემენში, სირიაში და ცხადია უკრაინაში, სადაც BlackRock-ს მხოლოდ იარაღის გაყიდვაში არ აქვს ინტერესი, არამედ 2023 წელს, ზელენსკიმ სწორედ აღნიშნულ კორპორაციასთან გააფორმა შეთანხმება, უკრაინის ომის შემდგომი რეაბილიტაციის შესახებ.

შეგახსენებთ, რომ ლარი ფინკი უშუალოდ მონაწილეობს სამშვიდობო მოლაპარაკებებში, სადაც პროცესი მიჰყავთ ტრამპის სპეცწარმომადგენელ ვიტკოფს და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერს. რატომ მონაწილეობს კერძო კომპანიის წარმომადგენელი სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ამ რიტორიკულ კითხვაზე პასუხი საზოგადოებისთვის მიმინდვია.

ლარი ფინკი აფინანსებდა და მხარს უჭერდა ბარაკ ობამას, ამერიკულ მედიაში არსებობდა მოსაზრება, რომ ფინკი ობამას ადმინისტრაციაში ხაზინის მდივნის თანამდებობას დაიკავებდა. შემდეგ ის აფინანსებდა ჰილარი კლინტონს, რომელიც დამარცხდა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია ფინკი ტრამპის გუნდშიც აღმოჩენილიყო ჯერ კიდევ პირველი ვადის დროს. ეს ყველაფერი კი, იმას მოწმობს, რომ არსებობენ ძალები რომლებსაც ყოველთვის აქვთ გავლენა აშშ-ის პოლიტიკაზე, მიუხედავად იმისა, დემოკრატები არიან ხელისუფლებაში თუ რესპუბლიკელები.

დღევანდელი ურთიერთობა ტრამპსა და ფინკს შორის, ამ უკანსკნელის დანიშვნა დავოსის ფორუმის თავმჯდომარედ და BlackRock-ის პირდაპირი მონაწილეობა უკრაინის ომის სამშვიდობო მოლაპარაკებებში, ცხადყოფს რეალურად ვინ მართავს ტრამპს და მთელს ამ პროცესებს“, - წერს ვატო შაქარიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×