რეზონანსი
23.01.2026

თუ ვინმეს ეშინია დღეს საქართველოში რიგგარეშე არჩევნების, ეს არის სწორედ ოპოზიცია, ამიტომ ეს მოთხოვნა პრაქტიკულად მოხსნეს დღის წესრიგიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ის ეთერში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოში პოლიტიკური პროცესები არსებითად უნდა განვითარდეს კონსტიტუციური ვადების შესაბამისად.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ გავყვეთ კონსტიტუციურ ვადებს, ჩვენ გვაქვს ჩვენი პრინციპები, ჩვენი ვადები და ვფიქრობთ, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები არსებითად უნდა განვითარდეს კონსტიტუციური ვადების შესაბამისად. ამიტომ ჩვენი მოსაზრებაა, რომ აუცილებლად 2028 წლის 28 ოქტომბერს უნდა გაიმართოს საპარლამენტო არჩევნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×