
ნამდვილ გლობალურ ძალად გახდომის ნაცვლად, ევროპა პატარა და საშუალო ძალების კალეიდოსკოპად რჩება, ტრამპი ამბობს, რომ უყვარს ევროპა, მაგრამ ის ასეთ ევროპას არ მოუსმენს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
"ნამდვილ გლობალურ ძალად გახდომის ნაცვლად, ევროპა პატარა და საშუალო ძალების ლამაზ, მაგრამ ფრაგმენტირებულ კალეიდოსკოპად რჩება. მსოფლიოს მასშტაბით თავისუფლების დაცვაში ლიდერობის აღების ნაცვლად, მითუმეტეს როდესაც ამერიკის ფოკუსი სხვაგან გადადის, ევროპა დაკარგული ჩანს და ცდილობს ამერიკის პრეზიდენტი დაარწმუნოს, რომ შეიცვალოს. მაგრამ ის არ შეიცვლება.
პრეზიდენტ ტრამპს უყვარს ვინც არის... და ის ამბობს, რომ უყვარს ევროპა, მაგრამ ის ასეთ ევროპას არ მოუსმენს. დღევანდელ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, რომელზეც ხშირად არ საუბრობენ, არის აზროვნება. ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ევროპიდან არის, მაგრამ ყოველთვის ევროპის მხარეს არ არის", - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ევროპას უყვარს მომავლის განხილვა, მაგრამ თავს არიდებს ქმედებებს.
"რატომ შეუძლია პრეზიდენტ ტრამპს "ჩრდილოვანი ფლოტის" ტანკერების გაჩერება და ნავთობის წართმევა, მაგრამ ევროპას არა? რუსული ნავთობის ტრანსპორტირება ევროპული სანაპიროების გასწვრივ ხდება. ეს ნავთობი უკრაინის წინააღმდეგ ომს აფინანსებს. ეს ნავთობი ევროპის დესტაბილიზაციას ეხმარება.
ასე რომ, რუსული ნავთობი უნდა გაჩერდეს, მისი კონფისკაცია უნდა მოხდეს და ევროპის სასარგებლოდ უნდა გაიყიდოს. რატომ არა? თუ პუტინს ფული არ ექნება - ევროპისთვის ომი არ იქნება. თუ ევროპას ფული ექნება, მაშინ მას შეეძლება თავისი ხალხის დაცვა.
ახლა ეს ტანკერები ფულს აკეთებენ პუტინისთვის და ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთი აგრძელებს თავისი ავადმყოფური დღის წესრიგის წინ წაწევას," - განაცხადა ზელენსკიმ.