რეზონანსი
22.01.2026

რითეილ ასოციაცია, რომელიც მსხვილ ჰიპერმარკეტების მფლობელ კომპანიებს აერთიანებს განცხადებას ავრცელებს.

საუბარია სუს-ის მიერ ასოციაციის წევრი კომპანიების დოკუმენტაციის გამოთხოვაზე. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ასოციაციის წევრი ყველა წევრი თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან.

„განვმარტავთ, რომ დღეს, 22 იანვარს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შესაბამისი გაჩინების საფუძველზე, მიმართა ასოციაციის წევრ კომპანიებს და გამოითხოვა გარკვეული დოკუმენტაცია, მათ შორის ხელშეკრულებები, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტები, ფაქტურები და ინვოისები.

ასოციაციის ყველა წევრი კომპანია სრულად და შეუფერხებლად თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოსთან. შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი პროცესუალური ჩარჩოების სრული დაცვით.

გამოთხოვილი დოკუმენტაციის მოცულობიდან გამომდინარე, მისი თავმოყრა, დამუშავება და წარდგენა საჭიროებს დამატებით დროს. შემდგომი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, საზოგადოებას მიეწოდება დამატებითი ოფიციალური განმარტება“, - აღნიშნულია ასოციაციის განცხადებაში.

რითეილ ასოციაცია აერთიანებს შემდეგ კომპანიებს:

დეილი ჯგუფი (სპარი, დეილი, მაგნიტი, კალათა, იოლი, გვირილა)

ნიკორა თრეიდი (ნიკორა და ლიბრე)

კარფური

აგროჰაბი

გუდვილი

ზღაპარი

უნივერსამი

სმარტი

ვეი მარტი

გალფ სთორი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×