რეზონანსი
22.01.2026

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ხვალ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის სამუშაო ჯგუფების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა.

მისივე თქმით, მანამდე გაიმართება უკრაინის და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა.

„არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ხვალ და ზეგ გაიმართება სამმხრივი შეხვედრები. იმედი მაქვს, საამიროებში ეს იციან, რადგანაც ხანდახან ამგვარი სიურპრიზები გვაქვს ხოლმე აშშ-ის მხრიდან. ვფიქრობ ეს კარგია, თუ ტაქტიკურ დონზე სამუშაო ჯგუფები დაიწყებენ სამმხრივ შეხვედრებს. იმედი მაქვს, ვიპოვით რამეს. რუსები მზად უნდა იყვნენ კომპრომისებისთვის. ყველა უნდა იყოს მზად კომპრომისებითსვის, არა მხოლოდ უკრაინა. ვნახოთ რა იქნება შედეგი, ეს უკეთესია ვიდრე საერთოდ არ გქონდეს დიალოგი. ღმერთმა ქნას, ომი შეჩერდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×