რეზონანსი
22.01.2026

კომუნიკაციების კომისიამ „რადიო მარნეული“ („ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“) „დემოკრატიის ეროვნული ფონდიდან“ (NED) მიღებული გრანტის დარიცხვის (32 542 ლარი) გამო წერილობით გააფრთხილა.  

„რადიო მარნეულის“ დამფუძნებელი კამილა მამედოვა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ გრანტი მათი შემოსავლის ძირითადი წყარო იყო, ახალი კანონით კი ამ დაფინანსების გზები გადაიკეტა.

„მათი გაგებით, ჩვენ ვარღვევთ კანონს, რადგან უცხოური დაფინანსება გვიფიქსირდება...“ - ამბობს ის და აცხადებს, რომ უკვე უსრულდებათ საგრანტო ხელშეკრულებები, კომერციული შემოსავლები კი მიზერულია (სამ თვეში 1000 ლარამდე თანხა).

გაფრთხილება სანქციის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც კომუნიკაციების კომისია მაუწყებლების მიმართ იმ შემთხვევაში იყენებს, თუ მიიჩნევს, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონი ირღვევა. ბოლო რამდენიმე თვეში „რადიო მარნეულმა“ უკვე მეორე გაფრთხილება მიიღო. პირველ შემთხვევაში „დოიჩე ველესგან“ მიღებული გრანტის გამო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×