
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და უკრაინის ლიდერის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დასრულდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. როგორც მედია იუწყება, მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდა.
"იმედი გვაქვს, რომ ომი დასრულდება. უამრავი ადამიანი მოკლეს. გასული ორშაბათის მდგომარეობით, 30 ათასი ადამიანია მკვდარი, უმეტესწილად სამხედროები", - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტი დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვა. ""იმ ეტაპზე ვართ, როდესაც უკრაინის და რუსეთის ლიდერებს შეუძლიათ, შეხვდნენ და შეთანხმებას მიაღწიონ"" - განცხადება დონალდ ტრამპმა გააკეთა.