რეზონანსი
22.01.2026

ევროპარლამენტმა ევროკომისიას ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით უნდობლობა ვერ გამოუცხადა. ინფორმაციას ევროპარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დღეს გამართული კენჭისყრის დროს ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს 165-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ 390 პარლამენტარი იყო, ხოლო ათმა თავი შეიკავა.

უნდობლობის გამოცხადების პროცედურის ინიციატორი პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“ იყო. ამჯერად დეპუტატები ევროკომისიის გადადგომას „მერკოსურთან“ სავაჭრო შეთანხმების გამო ითხოვდნენ. კრიტიკოსები ევროკომისიის პრეზიდენტს ადგილობრივი ფერმერების ინტერესების დარღვევაში ადანაშაულებენ.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში ევროპარლამენტი უკვე მეოთხედ შეეცადა ფონ დერ ლაიენისთვის უნდობლობა გამოეცხადებინა. წინა სამი მცდელობაც ინიციატორებისთვის წარუმატებელი იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×