რეზონანსი
22.01.2026

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სუს-ი საგამოძიებო ქმედებებს სხვადასხვა კომპანიაში ატარებს. „ნიუსჰაბი” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა, სადაც კითხვაზე, ფასთა წარმოქმნის პროცესის გარდა, სხვა საკითხებს შეისწავლიან თუ არა, გვპასუხობენ, რომ ამ შემთხვევაში, სხვა ფინანსური საკითხებით არ ინტერესდებიან.

„გამოძიების ინტერესის საგანია ფასთა წარმოქმნის პროცესი, რისი შესწავლის მიზნითაც ხდება დოკუმენტების ელექტრონული ვერსიის სასამართლოს განჩინებებით გამოთხოვა სხვადასხვა კომპანიიდან. სხვა ფინანსური საკითხებით ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვინტერესდებით, რადგან ეს არ წარმოადგენს მიმდინარე გამოძიების კვლევის საგანს“, - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×