რეზონანსი
22.01.2026

რუსკა მაყაშვილმა ისაუბრა იმის შესახებ, რა არ მოსწონს საკუთარ გარეგნობაში და რას სწერენ მას ამ თემაზე ყველაზე ხშირად: 

„ძალიან მინდოდა მთელი ცხოვრება ცხვირის ოპერაცია. ნაოჭი არ მაქვს 39 წლის ქალს და არც უნდა მქონდეს, მიმიკური ყველას უნდა გვქონდეს. იქ პატარა ბოტოქსი, ფილერი, კაი რამე-რუმეები კარგი სპეციალისტისგან. სინამდვილეში ჩემი ცხვირი გადიდებულია, ჩემმა მეგობარმა მირჩია ფილერი, არ გახდები სხვანაირი, პროფილი გექნება ისეთი, როგორიც შენ გინდაო. სამ წელიწადში ერთხელ ვიკეთებ ფილერს და ჩემი სულია ბედნიერი. თქვენ თუ არ მოგწონთ, არ არის პრობლემა. მწერენ, რომ უშნო ვარ. ეს მე არ მაღელვებს, ჩემი თავი მყავს მიღებული, როგორც კი თავდაჯერებული ხდები, ყველაფერი გამოდის. ძირითადად, ჩემს სიგამხდრეზე არის ისტერიკა. რატომ დაიმართა მთელმა საქართველომ ისტერიკა, არ ვიცი. ვჭამ ყველაფერს, რაც მინდა და ვარ მაინც გამხდარი“, - თქვა ერთ-ერთ პოდკასტში მსახიობმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×