რეზონანსი
22.01.2026

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 იანვარს, აშშ-ს მიერ კარიბის ზღვაში დაკავებული ტანკერის, Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან.

„აშშ-ის შესაბამისი უწყებიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2026 წლის 15 იანვარს, აშშ-ის მიერ კარიბის ზღვაში დაკავებულ ტანკერ Veronica-ს ეკიპაჟის შემადგენლობაში ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან“, - აცხადებენ უწყებაში.

ცნობისთვის, „რადიო თავისუფლებას“ მეზღვაურების ოჯახის წევრებმა მიაწოდეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ, 15 იანვარს, კარიბის ზღვაში ვენესუელასთან კავშირის გამო დაკავებულ ტანკერ Veronica-ზე, რომელიც გაიანის დროშის ქვეშ ცურავდა, 5 ქართველი მეზღვაური იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×