რეზონანსი
21.01.2026

ენერგეტიკა, ვაჭრობა, მიგრაცია და ეკონომიკის ზრდა უნდა იყოს ცენტრალური თემები მათთვის, ვისაც სურს ძლიერი და გაერთიანებული დასავლეთის ხილვა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

ტრამპის თქმით, აშშ-ის გარეშე, ევროპელები "ახლა გერმანულად და ცოტა იაპონურადაც" ილაპარაკებდნენ.

"ჩვენ გრენლანდიაზე ბაზები დანიისთვის განვათავსეთ. ჩვენ ვიბრძოლეთ დანიისთვის. ვიბრძოდით მათ დასაცავად. ეს არის დიდი, ლამაზი ყინული ნაჭერი. ჩვენ გადავარჩინეთ გრენლანდია და წარმატებით მოვახდინეთ პრევენცია, რომ ჩვენს მტრებს ფეხი არ მოეკიდებინათ ჩვენს ნახევარსფეროში. ასე რომ, ეს ჩვენთვისაც გავაკეთეთ. ომის შემდეგ, რომელიც ჩვენ მოვიგეთ, ჩვენ გარეშე თქვენ, ყველანი ახლა გერმანულად და ცოტა იაპონურად ილაპარაკებდით. ომის შემდეგ გრენლანდია უკან დავუბრუნეთ დანიას. როგორი სულელები ვიყავით, მაგრამ მაინც დავაბრუნეთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×