რეზონანსი
21.01.2026

ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი "ვისოლისა" და "სმარტის" გენერალური დირექტორის, ვასილ ხორავას მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მიესალმება ფასების დაწევას.

ჟურნალისტი თვლის, რომ მათ ეს ამბავი დიდად არ ახარებთ, მაგრამ აღნიშნული კომისიის გამო მოუწევთ და იგივე მოუწევთ ნავთობის და მედიკამენტების მონოპოლისტებსაც.

“და თუ მიესალმებით, აქამდე რას ელოდებოდით?! აუცილებლად პრემიერს უნდა შეექმნა კომისია, ასეთ მისასალმებელ ამბავს რომ მოვსწრებოდით? მეტი არაა ჩემი მტერი თქვენ ეს ამბავი გიხაროდეთ, მაგრამ სწორედ ზემოთ აღნიშნული კომისიის გამო მოგიწევთ. იგივე მოუწევთ ნავთობის და მედიკამენტების გაღორებულ მონოპოლისტებსაც”- წერს გეგეჭკორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×