
თბილისში, 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქე აგრესიული იყო.
სოციალურ ქსელში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ პოლიცია მამაკაცის მიმართ სპეციალურ საშუალებას, ე.წ. სპრეის იყენებს და ისე აკავებს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი თავდაპირველად ავტომობილით შეეჯახა რკინის ბარიერს, რის შემდეგაც მანქანიდან გადმოვიდა და დანით იმუქრებოდა. არსებული ცნობებით, მამაკაცი ორი დანით იყო შეიარაღებული და პოლიციელს ეუბნებოდა: "არ მომიახლოვდეთ, თორემ თავს მოვიკლავ“.