
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი და დონალდ ტრამპის სიძე, ბიზნესმენი ჯარედ კუშნერი ხვალ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეხვდებიან. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, შეხვედრა დაადასტურა პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმაც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ კრემლის ლიდერს ხვალინდელ განრიგში ჩანიშნული აქვს მოლაპარაკებები უიტკოფთან და კუშნერთან.
„ხვალ ჩვენ ასეთ კონტაქტს ველოდებით. ის პრეზიდენტის გრაფიკში ჩანიშნულია. ხვალ შეხვედრა გაიმართება“, - განაცხადა პესკოვმა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე უიტკოფმა ამერიკულ მედიასთან საუბარში თქვა, რომ ის მოსკოვში 22 იანვარს საღამოს გაემგზავრება. მასთან ერთად კუშნერიც იქნება.