რეზონანსი
21.01.2026

პარტია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ფარულავას განცხადებით, ხელისუფლებას ყველა ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ცხოვრება გააუმჯობესოს. 

„როდესაც ხელისუფლებას აქვს ყველა ბერკეტი იმისათვის, რომ ნაბიჯი გადადგას და ქართველ ხალხს შეუმსუბუქოს ცხოვრება, მხოლოდ და მხოლოდ აკეთებენ განცხადებებს, იკრიბებიან და ამ შეკრების ღირებულებასაც ქართველი ხალხი იხდის, არც ცხოვრება გაიაფებულა და არც პროდუქტების ფასი შემცირებულა“, - აცხადებს ფარულავა.

შეგახსენებთ, რომ სურსათის ფასებზე შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა უკვე გაიმართა.

საკოორდინაციო კომისია დასკვნას აპრილში დადებს. ცნობილია, რომ კომისია არა მხოლოდ სურსათის ფასებზე, არამედ მედიკამენტებსა და საწვავის ფასებზეც იმსჯელებს. „ქართული ოცნების“ განმარტებით, კომისია სამი თვე იმუშავებს; პარალელურ რეჟიმში მოხდება საკითხის საპარლამენტო შესწავლაც. მმართველ გუნდში დარწმუნებულები არიან, რომ ისინი კონკრეტული შედეგის მიღწევას შეძლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×