რეზონანსი
20.01.2026

 მო­მა­ვალ ორ­შა­ბათს ათა­სო­ბით ნორ­ვე­გი­ე­ლი სამ­ხედ­რო უწყე­ბის­გან წე­რილს მი­ი­ღებს, რომ­ლი­თაც ეც­ნო­ბე­ბათ, რომ ომის შემ­თხვე­ვა­ში მათი სახ­ლე­ბი, სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ნა­ვე­ბი და ტექ­ნი­კა შე­საძ­ლოა რეკ­ვი­ზი­ცი­ას და­ექ­ვემ­დე­ბა­როს.

სამ­ხედ­რო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, მშვი­დო­ბი­ან პე­რი­ოდ­ში წე­რი­ლე­ბის მი­ღე­ბას, პრაქ­ტი­კუ­ლად, არა­ნა­ი­რი შე­დე­გი არ მოჰ­ყვე­ბა გარ­და იმი­სა, რომ ად­რე­სა­ტებს ეც­ნო­ბე­ბათ, რომ სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში სამ­ხედ­როე ძა­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ მათ ქო­ნე­ბა ჩა­მო­არ­თვან.

"რეკ­ვი­ზი­ცი­ის მი­ზა­ნია, სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტე­ბის პი­რო­ბებ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბულ ძა­ლებს გა­აჩ­ნდეთ წვდო­მა ქვეყ­ნის დაც­ვის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ყვე­ლა რე­სურ­სზე", - ნათ­ქვა­მია სამ­ხედ­რო უწყე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ბოლო წლებ­ში კრი­ზი­სი­სა და ომის­თვის მზად­ყოფ­ნის მნიშ­ვნე­ლო­ბა მკვეთ­რად გა­ი­ზარ­და, უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სით მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ნორ­ვე­გია ყვე­ლა­ზე რთულ პო­ლი­ტი­კურ ვი­თა­რე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა, ამი­ტომ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ასე­ვე უნდა იყოს მზად პო­ლი­ტი­კურ კრი­ზი­სე­ბის­თვის და უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში ომის­თვის კი", - გა­ნა­ცხა­და სამ­ხედ­რო ლო­ჯის­ტი­კის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ან­დერს იერნ­ბერ­გმა.

ნორ­ვე­გი­ას ჩრდი­ლო­ეთ­ში რუ­სეთ­თან სა­ზღვაო და 198-კი­ლო­მეტ­რი­ა­ნი სახ­მე­ლე­თო სა­ზღვა­რი გა­აჩ­ნია.

ცნო­ბი­ლია ნა­ტოს ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სკან­დი­ნა­ვი­ურ ქვე­ყა­ნა, ბოლო წლებ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად აძ­ლი­ე­რებს თავ­დაც­ვით შე­საძ­ლებ­ლო­ბებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×