რეზონანსი
19.01.2026

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი არასწორს უწოდებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გეგმას, რომ ტარიფები დაუწესოს ბრიტანეთსა და ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებიც ვაშინგტონის მიერ გრენლანდიაზე კონტროლის დამყარებას ეწინააღმდეგებიან.

კირ სტარმერის განცხადებით, გრენლანდიის მომავალი გრენლანდიელმა ხალხმა და დანიის სამეფომ უნდა გადაწყვიტონ. გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ვითარება სერიოზულია.

„სავაჭრო ომი არავის ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა სტარმერმა.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რამდენჯერმე გამოთქვა აშშ-ის პრეტენზიები გრენლანდიაზე, 8 ევროპულმა ქვეყანამ სადაზვერვო მისიის ფარგლებში კუნძულზე საკუთარი სამხედროები გაგზავნა. 17 იანვარს ტრამპმა გამოაცხადა, რომ ამ ქვეყნებს 10%-იან ტარიფებს დაუწესებს და დასძინა, რომ ტარიფები ძალაში 1 თებერვლიდან შევა, ხოლო ივნისიდან 25%-მდე გაიზრდება, თუ არ იქნება მიღწეული შეთანხმება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის ყიდვის შესახებ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×