
ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ხავიერ ლოპესი აცხადებს, რომ კაია კალასი თანამდებობისთვის შეუფერებელია.
ლოპესი აზიარებს კალასის განცხადებას, სადაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჩინეთ-რუსეთის კარგ ურთიერთობაზე საუბრობს და ამ ფონზე შტატების და ევროპის უთანხმოებას უსვამს ხაზს.
ხავიერ ლოპესის თქმით, კაია კალასი დღევანდელ სამყაროსა და ევროპის რეალურ ინტერესებს მოწყვეტილია. ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს მწვავედ აკრიტიკებენ სხვა ევროპარლამენტარებიც.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, "ვისაც არ ეზარება, ყველა ლანძღავს ევრობიუროკრატიაში უსაფრთხოებისა და საგარეო კომისარს".
"ვისაც არ ეზარება, ყველა ლანძღავს ევრობიუროკრატიაში უსაფრთხოებისა და საგარეო კომისარს. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანი გამოირჩევა შეურაცხყოფებით საქართველოსთან მიმართებით. პირდაპირ მოიხსენიებენ როგორც უზრდელს, უხეშსა და თანამდებობისთვის შეუფერებელს. ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ წლებია ვსაუბრობთ. სამწუხარო მოცემულობაა, რომ ევრობიუოკრატიაში ასეთ მაღალ თანამდებობებზე არიან ადამიანები, რომლებსაც უკვე საკუთარი კოლეგები ლანძღავენ და საკუთარი კოლეგები ამხელენ, კორუფცია იქნება ეს, თანამდებობისთვის შეუფერებლობა იქნება თუ ა.შ.", განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.