
ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობა ახალი კრიზისის ზღვარზეა -დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიის „შესყიდვაზე" უარის საპასუხოდ დაწესებული ტარიფების მუქარას ევროპიდან მკაცრი პასუხი მოჰყვა. დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი აცხადებს, რომ „ევროპა შანტაჟის ქვეშ არ მოექცევა", მაშინ როცა ვაშინგტონი რვა მოკავშირე ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის ამოქმედებას აანონსებს.
დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ „ევროპა შანტაჟის ქვეშ არ მოექცევა", ეს იყო პასუხი დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებული ტარიფების მუქარაზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რვა მოკავშირე ქვეყნის საქონელზე ახალ 10%-იან გადასახადს დააწესებს, თუ ისინი ტრამპის ინიციატივას, გრენლანდიის შესყიდვაზე არ დათანხმდებიან.
- ტრამპი: ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს" - დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია
ფრედერიკსენმა და სხვა ევროპელმა ლიდერებმა კვირას ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც განაცხადეს, რომ ტარიფები „ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს ძირს უთხრის".
ორშაბათს კი ტრამპმა განაცხადა, რომ „ნატო 20 წლის განმავლობაში დანიას ეუბნებოდა, რომ „რუსეთის საფრთხე გრენლანდიიდან უნდა მოიშოროს". სამწუხაროდ, დანიას ამის გაკეთება არ შეეძლო. ახლა დროა და ეს გაკეთდება!!!"-განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ტრამპი ამტკიცებს, რომ გრენლანდია აშშ-ის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ადრე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ტერიტორიას „მარტივი ან რთული გზით" მიიღებდა. მან არც ძალის გამოყენება, რამაც ფართო კრიტიკაც გამოიწვია.
ევროპა შეშფოთებულია
ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ როგორ იმოქმედებს ახალი ტარიფები ევროპისა და აშშ-ს ურთიერთობებზე, თუმცა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც ევროპის რეაგირების კოორდინაციაზე მუშაობს, ტარიფების მუქარაზე, განაცხადა, რომ თუ ტრამპი მათ დააწესებს, ის ევროკავშირისგან „ანტი-იძულებითი ინსტრუმენტის" გააქტიურებას მოითხოვს.
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ნატო-ს გენერალურ მდივანთან მარკ რუტესთან, საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან კირ სტარმერთან, გერმანიის კანცლერთან ოლაფ შოლცთან და იტალიის პრემიერ-მინისტრთან ჯორჯია მელონისთან გრენლანდიის საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა."ერთად ჩვენ მტკიცედ ვდგავართ გრენლანდიისა და დანიის სამეფოს სუვერენიტეტის დაცვის ვალდებულების შესრულებაში. ყოველთვის დავიცავთ ჩვენს სტრატეგიულ ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.
- დანიის პრემიერი:- „ ევროპა არ იქნება შანტაჟის მსხვერპლი".
ცალკე, ფრედერიქსენმა, დანიის პრემიერმა Facebook-ზე დაწერა: „ჩვენ გვსურს თანამშრომლობა და ჩვენ არ ვართ კონფლიქტის მაძიებლები. ევროპა არ იქნება შანტაჟის მსხვერპლი".
„კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მტკიცედ ვიდგეთ იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომლებმაც ევროპული საზოგადოება შექმნა".
კვირას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სერ კირ სტარმერმა განაცხადა, რომ ტარიფების მუქარა „სრულიად არასწორია".BBC-ის ინფორმაციით, სატელეფონო საუბრის შემდეგ, ბრიტანეთის პრემიერის ოფისის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ კირ სტარმერის თქმით, უსაფრთხოება უკიდურეს ჩრდილოეთში ნატო-ს ყველა მოკავშირისთვის პრიორიტეტულია ევროატლანტიკური ინტერესების დასაცავად.
„მან ასევე განაცხადა, რომ მოკავშირეებისთვის ტარიფების დაწესება ნატო-ს მოკავშირეების კოლექტიური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის არასწორია," - აღნიშნა პრესსპიკერმა.
ამასობაში, ნატოს ხელმძღვანელმა რუტემ განაცხადა, რომ ის ესაუბრა ტრამპს „გრენლანდიასა და არქტიკაში უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებით".
„ჩვენ გავაგრძელებთ ამაზე მუშაობას და მოუთმენლად ველი მის ნახვას დავოსში ამ კვირის ბოლოს", - დასძინა მან.
გრენლანდიელების პროტესტი გრძელდება
როგორც ჩანს, დანიასა და გრენლანდიაში საზოგადოების აღშფოთება ტრამპის გრენლანდიასთან დაკავშირებული მუქარის გამო არ შემცირებულა. ტრამპის მიერ გრენლანდიის მიტაცების გეგმების წინააღმდეგ დემონსტრაციები შაბათს, ტარიფების გამოცხადებამდე, გრენლანდიის დედაქალაქ ნუუკში, ასევე დანიის ქალაქებში გაიმართა.
ბოლოდროინდელი გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამერიკელების უმეტესობა ა აშშ-ის კონტროლს გრენლანდიაზე ეწინააღმდეგევა. Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა, რომელიც გასულ ოთხშაბათს გამოქვეყნდა, აჩვენებს, რომ ამერიკელების მხოლოდ 17% უჭერს მხარს აშშ-ს მიერ გრენლანდიის შესყიდვას, 47% კი ტრამპის მიერ კუნძულის შესყიდვას.