რეზონანსი
19.01.2026

ე.წ გაერთიანებების თვითონაც აღარ სჯერათ. [ზურა] ჯაფარიძეც ამბობს, რომ ნდობა არ არის - სადაც ნდობა და ეროვნული მიზანი არ არის, იქ არასდროს არაფერი გამოვა - რვიანი იქნება, შვიდიანი თუ სხვა ციფრი, ნული რამდენზეც არ უნდა გაამრავლო, იქნება ნული, - ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან ოპოზიციის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, არასდროს გამოვა არც გაერთიანება, არც ერთობლივი განცხადება, რადგან ქვეყნის კეთილდღეობისკენ არ არის მიმართული.

“ზურაბ ჯაფარიძის პარტია და “ნაცმოძრაობა” ოპოზიციად დიდი ხანია არ მოიხსენიება. ეს არიან ის ძალები, რომლებიც პირდაპირ უცხოეთიდან ასრულებენ დაკვეთებს. რაც შეეხება ე.წ გაერთიანებებს - თვითონაც აღარ სჯერათ, ჯაფარიძეც ამბობს, რომ ნდობა არ არის. სადაც ნდობა და ეროვნული მიზანი არ არის, იქ არასდროს არაფერი გამოვა. არასდროს გამოვა არც გაერთიანება, არც ერთობლივი განცხადება, რადგან ქვეყნის კეთილდღეობისკენ და იმ ალტერნატიული წინადადებისთვის არ არის მიმართული, რომელიც თუ ოპოზიცია ხარ წესით იმაზე უკეთესი უნდა შესთავაზო, ვიდრე ხელისუფლებას აქვს. ესენი კი ამბობენ, ხელისუფლება რომ კარგს აკეთებს, ეს თქვენ გეჩვენებათო, ყველაფერი ცუდად არის სანამ ჩვენ ხელისუფლებაში არ მოვალთო. მოსვლა როგორ უნდათ, ყველამ კარგად იცით - არჩევნების გარეშე. რვიანი იქნება, შვიდიანი თუ სხვა ციფრი, ნული რამდენზეც არ უნდა გაამრავლო, იქნება ნული. თუ ამოცანა გაქვს ნული, არაეროვნული, რამდენზეც არ უნდა გაამრავლო ნული იქნება”, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ ოპოზიციურ ერთობაზე საუბრისას განაცხადა, რომ სამოქალაქო წრეებსა და პოლიტიკურ ჯგუფებში არის ამაზე საუბარი. მისი თქმით, ეს არ იქნება ის, რაც აქამდე გვესმოდა და კოორდინაციაზე ბევრად მეტი იქნება.

ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ რაღაცები „გატეხილია და გამთლიანებას დრო დასჭირდება“, ერთ-ერთი პრობლემა კი ნდობის არარსებობაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×