რეზონანსი
19.01.2026

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან - ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე - ლიპყინული, მთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება.

„დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე, შესაძლებელია, შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – წერს გარემოს ეროვნული სააგენტო.

აღსანიშნავია, რომ თოვლის შეწყვეტის შემდეგ, იქნება ძლიერი ყინვა. მაგალითად, დედაქალაქში 21 იანვრის ღამეს მოსალოდნელია -9-10 გრადუსამდე ყინვა, აღმოსავლეთ საქართველოში ბარში ტემპერატურა -12-17 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო მთაში -20 გრადუსს მიაღწევს. დასავლეთ საწართველოს ბარში კი ღამით ტემპერატურა -2-4 გრადუსი იქნება, ხოლო მთაში -8-10. 

თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ დღის განმავლობაში ტემპერატურა როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში 0-ს ზემოთ იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×