რეზონანსი
18.01.2026

 ტრამპი გაეროს საკუთარ ალტერნატივას ქმნის და მასში გაწევრიანებისთვის მილიარდ დოლარს ითხოვს, - ინფორმაციას Bloomberg-ი დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქმე ღაზის საკითხზე შექმნილ „მშვიდობის საბჭოს" ეხება, რომელიც პერსპექტივაში სხვა კონფლიქტებზეც, მათ შორის უკრაინაში მიმდინარე ომზეც იმუშავებს, ხოლო მისი ერთპიროვნული მმართველი ანუ თავმჯდომარე დონალდ ტრამპი იქნება.

გამოცემა მის ხელში აღმოჩენილი დოკუმენტის მიხედვით იუწყება, რომ საბჭო გადაწყვეტილებებს ხმათა უმრავლესობით მიიღებს, თუმცა ნებისმიერი მათგანი ძალაში მხოლოდ თავმჯდომარის თანხმობით შემდეგ შევა. პროექტი ჯერ ოფიციალურად არ დამტკიცებულა. მას სულ მცირე 3 ქვეყნის თანხმობა სჭირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×