
ინტენსიური თოვის პარალელურად, იწმინდება თბილისის გზები. იყრება ტექნიკური მარილი. დედაქალაქის მერიის "თბილსერვის ჯგუფი" უწყვეტ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ავტომობილებმა გადაადგილება შეუფერხებლად შეძლონ.
სამუშაო პროცესში ჩართულია 51 ერთეული სპეცტექნიკა და 150-მდე თანამშრომელი.
"თბილსერვის ჯგუფის" გენერალური დირექტორის, გიორგი პაპავას განცხადებით, საავტომობილო გზის გარდა, იწმინდება ფეხით სავალი ნაწილი, მიწისქვეშა გადასასვლელები, კიბეები და გაჩერებები.
"მთელი თბილისის მასშტაბით, როგორც შემოერთებულ ტერიტორიებზე, ასევე თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, გუშინ სამჯერ, ზოგან ოთხჯერაც კი დაიყარა ტექნიკური მარილი, ასევე საწმენდი საშუალებით გაწმინდა.
გზებთან ერთად, იწმინდება ფეხით სავალი ნაწილები, მიწისქვეშა გადასასვლელები, კიბეები და გაჩერებები, რათა როგორც საგზაო ნაწილი, ასევე ფეხით სასიარულო ნაწილი იყოს მოსახლეობისთვის უსაფრთხო.
ყველა თანამშრომელი არის ყაზარმულ რეჟიმზე გადასული. ყველა პერიმეტეზე არიან მორიგე ჯგუფები, რომლებიც აკონტროლებენ სიტუაციას და ამის მიხედვით ხდება სპეციალიზებული ტექნიკის გამოძახება და ობიექტის დასუფთავება თოვლისა და ყინულისგან", - განაცხადა გიორგი პაპავამ.