რეზონანსი
18.01.2026

წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა შეერთებული შტატების მხრიდან გრენლანდიაში სამხედრო ჩარევა გამორიცხა. განცხადება ჯონსონმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ არსებული სიტუაციის გადაწყვეტის ერთადერთი სწორი გზა დიპლომატიაა.

„ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიაში სამხედრო ჩარევა შესაძლებლად არ მიმაჩნია. არსებული სიტუაციის გადაწყვეტის ერთადერთი სწორი გზა დიპლომატიაა. ამას ტრამპის მიერ გრენლანდიაში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაც ადასტურებს. გრენლანდიასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების განცხადებების მიზანი შესაძლოა ის ყოფილიყო, რომ ევროკავშირში ხელახლა გააცნობიერონ ამ გეოგრაფიისა და ამ მდებარეობის მნიშვნელობა“, - განაცხადა ჯონსონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×