რეზონანსი
18.01.2026

უკრაინის VIII მოწვევის ყოფილი სახალხო დეპუტატი ბორისლავ ბერეზა, ბიზნესმენ სერგეი ვაგანიანთან ერთად, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში ივან ბაკანოვის ხელმძღვანელობის პერიოდში არსებული მასშტაბური კორუფციული ქსელის შესახებ ინფორმაციას ავრცელებენ.

მომხდარს რადის დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„ფოტოზე ივან ბაკანოვია. ვოლოდიმირ ზელენსკის საუკეთესო მეგობარი. ზელენსკიმ ის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელად დანიშნა, როდესაც არჩევნებში გაიმარჯვა. ივან ბაკანოვი საკუთარ კაბინეტში ქრთამს იღებს ბიზნესმენ სერგეი ვაგანიანისგან. ვაგანიანმა ფულის გადაცემის ფოტო გადაიღო. ბაკანოვის საუკეთესო მეგობარი და მისი მოადგილე სუს-ში - ნაუმოვი - რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობდა და ნაწილობრივ ჩააბარა უკრაინის სამხრეთი. გათავისუფლების შემდეგ ბაკანოვი კურშაველში ნახეს. ხალხი, ვინც ხმა ზელენსკის მისცა, ფრონტზე ნახეს. ისინი ათავისუფლებდნენ სამხრეთს, რომელიც ზელენსკის ბავშვობის მეგობარმა ჩააბარა. ასეთი სევდიანი ისტორიაა“, - წერს გონჩარენკო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×