რეზონანსი
18.01.2026

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული დ.ჩ.-ს დედამ, სოფო ძნელაძემ, პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო. არასრულწლოვანს პროკურატურა თავდაპირველად დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებოდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მას ბრალი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მომზადების მუხლით წარუდგინეს. სწორედ ამ ფაქტს აპროტესტებს ძნელაძე და ამბობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.

"არაფერი არ იცოდა დემეტრემ ამის შესახებ, არაფერი. ერთადერთხელ იყო 29-ში ამ ბავშვებთან ერთად თემქაზე. დემეტრე შეიძლებოდა იმ დღეს ყოფილიყო ამ ბავშვებთან ერთად საბურთალოზე, დიღმის მასივში. ჩემი შვილი არავის, თავის საკუთარ ძმას არ გაჰყვებოდა იმისთვის, რეალურად იქ რა უბედური შედეგი დადგა მერე. 14 ნოემბერს ჩვენ დავიკითხეთ და გამოგვიშვეს სახლში. 20 დეკემბერს დააკავეს ჩემი შვილი და არასრულწლოვანი გოგონა დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის იმიტომ, რომ დაზარალებულმა ოჯახმა დადო პოსტი და გენერალურ პროკურატურასთან დააანონსა აქცია. 2 დღით ადრე დაგვაკავეს ახალ მტკიცებულებას არც უარსებია ისე დააკავეს, მაგრამ დააკავეს ჩემი შვილი იმისთვის, რომ ჩაეხშოთ ის აქცია და პროტესტი, რომელიც იმ ოჯახს ჰქონდა დაანონსებული. თქვენ ვინც გენერალურ პროკურატურად დაგნიშნათ, ვინც ამის უფლება მოგცათ, რომ ერთი ოჯახი სამართალს გთხოვდათ, სამართალს სთხოვდა ის ხალხი, თუ დაუყენეს სამართალი? თუ გამოიძიეს და ის იყო სიმართლე? თქვენ, მშიშრებო, მეტი ვერაფერი მოიფიქრეთ და ვერ დაუდეთ ის სამართალი და ვერ უთხარით ეს არის სიმართლეო და ვერ გააჩერეთ და შეკერეთ, თეთრი ძაფით შეკერეთ ჩემი უდანაშაულო შვილის ბრალი იმიტომ, რომ ისინი გაგეჩუმებინათ", - ამბობს დაკავებული არასრულწლოვანის დ.ჩ.-ს დედა სოფო ძნელაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×