რეზონანსი
18.01.2026

მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, პური ყველაზე იაფი აზერბაიჯანშია. ამის შესახებ Numbeo-ს განახლებული რეიტინგიდან ირკვევა, რომელშიც 500 გრამი თეთრი პურის ფასს 103 ქვეყანაში ადარებს.

კერძოდ, Numbeo-ს მონაცემების მიხედვით, 500 გრამი თეთრი პურის ფასი აზერბაიჯანში 46 ცენტია და ამ მონაცემებით 103-ს შორის 99-ეადგილს იკავებს.

მეზობელ ქვეყნებს შორის მოწინავე პოზიციას, 74-ე ადგილს იკავებს თურქეთი, სადაც პური ყველაზე ძვირი - 97 ცენტი ღირს.

პურიის სიიაფით რეიტინგში აზერბაიჯანს საქართველო მოსდევს. საქართველო 103 ქვეყანას შორის 89-ე ადგილზეა და Numbeo-ს მიხედვით, პურის საფასური 59 ცენტს შეადგენს.

იდენტური ფასი აქვს პურს რუსეთსა და სომხეთში. ამ ორ მეზობელ ქვეყანაში 500 გრამი თეთრი პური 73 ცენტი ღირს და ქვეყნები შესაბამისად მე-80 და 81-ე ადგილებს ინაწილებენ.

5 ქვეყანა მსოფლიოში, სადაც პური ყველაზე ძვირია, ასე გამოიყურება:

შვეიცარია - 3.76 დოლარი;

ამერიკის შეერთებული შტატები - 3.66 დოლარი;

დანია - 3.56 დოლარი;

ნორვეგია - 3.46 დოლარი;

ლუქსემბურგი - 3.21 დოლარი;

5 ქვეყანა კი, სადაც Numbeo-ს მიხედვით, პური ყველაზე ძვირია, ასეთია:

ალჟირი - 17 ცენტი;

ტუნისი - 21 ცენტი;

ლიბია - 28 ცენტი;

ყაზახეთი - 45 ცენტი;

აზერბაიჯანი - 46 თეთრი;

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×