რეზონანსი
18.01.2026

უკრაინელი სამხედროები იუწყებიან, რომ 18 იანვარს ღამით რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 201 დრონი გაუშვა, მათგან 167 განადგურებულია. 30 უპილოტო საფრენი აპარატმა კი სამიზნეს მიაღწია. მათი ჩამოვარდნა დაფიქსირდა 15 ლოკაციაზე.

რუსეთის მიერ უპილოტოებით განხორციელებული თავდასხმის ერთ-ერთი სამიზნე იყო ოდესის ოლქი. კერძოდ, დრონებმა დააზიანეს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა. შედეგად გაჩნდა ხანძარი.

ადგილზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების სამსახურების თანამშრომლები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×